სიახლეები

გაზაფხული სიცოცხლის, ენერგიის სეზონია და ინტერიერის გადახალისება, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ამას. აუცილებელი არ არის რემონტის დაწყება, შესაძლებელია პატარა დეტალების დახმარებით სახლი გადავახალისოთ და შემოვუშვათ გაზაფხული ინტერიერში.

 

დაამატეთ ინტერიერში ფერები!

რადგან გაზაფხული სიცოცხლის სეზონია, შესაბამისად, ინტერიერში ბევრი ახალი ფერის შემოტანა მის გადასახალისებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
ახალი ფარდები, ახალი დეკორატიული ბალიშები და გადასაფარებლები. ერთი ფერის ნივთები დროებით ფერადით ჩაანაცვლეთ.

 

 


ბუნებრივი ყვავილები !

გაზაფხულზე ბუნებრივი ყვავილებით სახლის განახლება თავისუფლად შეგიძლიათ, ამ დროს ხომ იასამანი და ყოჩივარდები, იები და სხვა მინდვრის ყვავილები ცოცხლდებიან, ბუნებრივი ყვავილები ინტერიერში სიცოცხლეს, ენერგიას და ხალისს შემოიტანს.

 

 


მწვანე ფერი !

ყვავილების გარდა, უმჯობესი იქნება თუ საგაზაფხულო ინტერიერში ბევრ მწვანე ფერს შემოიტანთ, რადგან მწვანე სახლს ენერგიულ აურას მატებს და საგაზაფხულო ინტერიერს უკეთ წარმოაჩენს.
მწვანე ფერის შემოსატანად შეგიძლიათ დადგათ რამდენიმე სახლის მცენარე, ასევე კედელზე ამყოლი მცენარეები და თაროებიც გააფორმოთ.

 

 

დაწნული კალათები !

რადგან წნელი გაზაფხულის უკვდავი ტრენდია, შეგვიძლია უბრალო კალათები ოთახში, ჰოლსა და სამზარეულოში ჩამოვკიდოთ და მინდვრის ყვავილებით გავავსოთ ის. 

ამ დეტალით გაზაფხულის ინტერიერს აუცილებლად შექმნით, ოთახში ხალისს შემოიტანთ და თან ყვავილების სურნელი ყოველ დილას გაგიხალისებთ.

 

 


განაახლეთ აივანი ან ტერასა !

 

გაზაფხული ზამთარში მიტოვებული აივნისა და ტერასის განახლების სეზონია!

მაშინაც კი როცა მზე ანათებს, გაზაფხულზე აივანზე ჯერ კიდევ ცივა. ძირს ნესტგამძლე ხალიჩა დააფინეთ. ის ლამაზიცაა, კომფორტულიც და ფეხებსაც ათბობს.

გაზაფხულის მზე, როგორც ამბობენ "მატყუარაა", ამიტომაც თბილი პლედები, ფუმფულა ბალიშები, ხელოვნური ბეწვის გადასაფარებლები ნამდვილად გამოგადგებათ როგორც ფუნქციურად, ასევე მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად.

გაზაფხულზე უკვე შესაძლებელია საშინაო „ბაღის" აივანზე გამომზეურება ... 

 

 

ასეთი გარემო სუფათა ჰაერზე, მზის სხივებთან ერთად, დროის კომფორტულად გატარებაში დაგეხმარებათ.