სიახლეები

იმისთვის, რომ თავი მშვიდად და ჰარმონიულად იგრძნოთ, აუცილებელია, რომ თქვენს ინტერიერში ბუნებასთან სიახლოვე იგრძნობოდეს. განსაკუთრებით აქტუალურია მცენარეებით ინტერიერის გაფორმება.

 

 

სხვა და სხვა ფორმისა და ზომის მცენარეები, თავიანთი შეფერილობით, აგებულებით, ფოთლებისა და ყვავილების მოყვანილობით ახალისებენ და განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებენ ინტერიერს. მათი მეშვეობით ყველაზე მოსაწყენი და ერთფეროვანი ინტერიერის გამოცოცხლებაც კი შეიძლება.

 

 

ჯანმრთელი ცხოვრებისა და სწორი კვების ტენდენცია სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ეს ინტერიერის გამწვანებაზეც ისახება - ოხრახუში და კამა ახლა არა მხოლოდ სალათის ინგრედიენტები, არამედ დეკორის ელემენტიც გახლავთ. ყველაზე მოდურ მწვანილებად ითვლება ბაზილიკი, პიტნა, ლავანდა, ქონდარი და სხვადასხვა მინიატურული ჯიშები.