სიახლეები

ეკომეგობრული ინტერიერი იდეალურია მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და სურს მის გარშემოც ყველაფერი ბუნებრივი იყოს.


ამ სტილის ბინებში შეხვდებით ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ავეჯს, ბევრ სიმწვანესა და სივრცეს, რომელიც ყოველთვის მზის შუქით არის განათებული.
ეს სტილი ხასიათდება მაქსიმალური სივრცით, ამრეკლავი ზედაპირებით, ბუნებრივი სინათლითა და უბრალოებით.

 


აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ღია გეგმარების მქონე სახლი, სადაც სხვადასხვა სივრცე ერთადაა ინტეგრირებული და ოთახები მკაფიოდ არ არის გამოყოფილი ერთმანეთისგან.
ეკომეგობრული სტილის დიზაინის მოყვარულები არ ერიდებიან მცენარეების უხვად გამოყენებას.

 


მაღალია ცნობადობა იმაზე, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას პლანეტა, და ამ სტილის მოყვარული ადამიანები შეძლებისდაგვარად ცდილობენ გაუფრთხილდნენ მას.
სწორედ ამიტომ, ბუნებრივი რესურსების დასაზოგად უფრო და უფრო მეტი მათგანი ირჩევს ენერგოეფექტურ სახლს, მზის ენერგიაზე მომუშავე პანელებს.
ეკომეგობრული დეტალები ინტერიერში თანამედროვე სტილის სახლს ქმნის.

 


როდესაც ენერგოეფექტური მშენებლობა და ეკომეგობრული ინტერიერის დიზაინი ერწყმის ერთმანეთს, ზუსტად იმ მწვანე საცხოვრებელ სახლს იღებთ, რომელიც მშვიდი და ჯანსაღი ცხოვრების გარანტია.

 

 

რაც შეეხება ინტერიერს, აქტიურად იყენებენ გადამუშავებადი, ბიოდეგრადირებადი მასალებით დამზადებულ აქსესუარებს; როცა შესაძლებელია, ახალი ავეჯის მაგივრად, იძენენ მეორად ავეჯს; სინთეტიკურ მატერიებს კი, ბუნებრივი ბოჭკოვანი ქსოვილებით ანაცვლებენ.