სიახლეები

რემონტი მარტივი საქმე რომ არ არის, ყველამ კარგად ვიცით. ფული, დრო, კონტროლის უნარი, ნერვები და ენერგია, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადამიანს, რემონტი რომ დაიწყოს, თუმცა საბოლოო შედეგი ამად ღირს.

მთავარი და პირველი წესი გახლავთ ის, რომ რემონტის პროცესს შთაგონებით უნდა მოეკიდოთ. დაარწმუნეთ საკუთარი
თავი იმაში, რომ ეს თქვენთვის სასიამოვნო და საჭირო ცვლილებაა, რომ რემონტის შემდეგ თქვენი ცხოვრება მეტად კომფორტული და ლამაზი გახდება.

თავიდანვე მკვეთრად განსაზღვრეთ რემონტისათვის გამოყოფილი თანხა და მკაცრად მიყევით მისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს.
აუცილებელი პირობაა ასევე პროფესიონალი ხელოსნების შერჩევა. თავიდანვე კარგად უნდა იცოდეთ, ვისთან გაქვთ საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის გადახარჯვა და სამუშაო პოროცესის დროში გაწელვა გარდაუვალი იქნება.მთავარი -ნუ შეგეშინდებათ რემონტის. ამ პროცესისგან უნა მიიღოთ სიამოვნება და უნდა მიმართოთ ექსპერიმენტებს. თქვენი სახლი თქვენი პიროვნების გამოხატულებაა, ის თქვენი ციხესიმაგრეა. მართალია, სარემონტო პროცესი დროს მოითხოვს, თუმცა სამაგიეროდ მიიღებთ სიმყუდროვესა და ოჯახურ ბედნიერებას.

ფერების შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ფერი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე- მის განწყობაზე, შრომისუნარიანობაზე, ჯანმრთელობაზე, ენერგიაზე - სწორედ ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერის არჩევას იმ გარემოსთვის სადაც დიდ ხანს ვატარებთ. ფერი კი უნდა შეირჩეს იმის მიხედვით თუ რა დანიშნულებისაა ესა თუ ის ზონა სადაც ვიმყოფებით და რა დროს ვატარებთ იქ.

ინტერიერის დიზაინში ცივი ფერების დომინირებისას - არსებობს რამდენიმე საშუალება, მათი განეიტრალების და დათბობის, ასევე არის თბილი ფერების დომინირების დროს - შესაძლოა მათი დარბილება და ოდნავ გაცივება.არსებობს რამდენიმე ხრიკი ფერის არჩევისას, რაც დიზაინერებმა ძალიან კარგად იციან და მოდით ჩვენც ვისწავლოთ:

1. დიდი ფართის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია თბილი ფერების შეტანა ინტერიერში, ეს მატებს კომფორტს, ანიჭებს დამატებით სიხალისეს და ავსებს სინათლით.
2. მცირე ზომის ინტერიერის ვიზუალურად გაზრდისათვის აუცილებელია ცივი და ღია ფერის ტონალობების არჩევა.
3. სამზარეულოს რემონტის ან ავეჯის შეკვეთისას აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ფერების მცოდნე დიზაინერთან, იცოდეთ რმ არსებობს ფერები რომლებიც ზრდის მადას და არსებობს ფერები რომლებიც აქვეითებს მადას. ინტერიერს შეარჩევთ თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე.
4. განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება საძინებელ ოთახში ძირითადი ფერების შერჩევას, რადგან ეს ოთახი განკუთვნილია დასვენებისთვის. თუ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ხართ დიზაინერები გირჩევენ საძინებელი გადაწყვიტოთ რომანტიკულ ტონალობებში. ხოლო საძინებლის ღია თბილ ფერებში გადაწყვეტა უზრუნველყოფს კარგ ძილს და დასვენებას.

არასდროს გადაიხადოთ მთელი თანხა წინასაწარ. ეს ოქროს კანონია. პროფესიონალი მშენებლები თანხას ეტაპობრივად იღებენ. ეცადეთ თავადაც ჩაერთოთ მასალების შეძენის პროცესში და ხშირად აკონტროლთ სამუშაო პროცესიც.